Accentnews.ge
მედია: გაბიტაშვილი პოლიციიდან უკვე გამოუშვეს, გამოუშვებენ, მათ შორის სანიკიძეს და ზარქუას, თუმცა მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ

მედია: გაბიტაშვილი პოლიციიდან უკვე გამოუშვეს, გამოუშვებენ, მათ შორის სანიკიძეს და ზარქუას, თუმცა მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ

16/01/2025 11:13:10 პოლიტიკა, სამართალი

16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, მოქალაქე, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ, – იუწყება "რადიო თავისუფლება" წყაროზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, პოლიციიდან უშვებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას.

"ყველა მათგანი 14 იანვრის შემდეგ პოლიციაში იმყოფებოდა. ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ", – განუცხადა წყარომ გამოცემას.

ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდიც.

ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე, მათი თანხმლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.

ცნობისთვის: 13 იანვარს აბუ-დაბიში, სასტუმროში, საქართველოს მოქალაქესა და „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. „საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.

გაბიტაშვილმა წინა დღეს, 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S