Accentnews.ge
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს

22/02/2020 07:11:02 საზოგადოება

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერეში საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს. 34 მოქალაქე სასტუმროში დილით შევიდა და იზოლირებული არიან. სასტუმროში 24 ქალი, ორი ბავშვი და რვა მამაკაცია მოთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, მოქალაქეები სასტუმროში ორი კვირა დარჩებიან და სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკაში გადაიყვანენ.

"რადგან საავადმყოფოსთან არსებული სასტუმროა, მგონი, ამიტომ შეირჩა, რომ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, სწრაფად და დროულად მივეხმაროთ. ჩვენს კლინიკას აქვს ბოქსირებული და ორმაგი დაცვით პალატები. ეს პირები ჩინეთშიც შემოწმდნენ და ჩვენთანაც აეროპორტში, ამ ეტაპზე რაიმე სიმპტომი არ აქვთ, მაგრამ ორკვირიანი კარანტინი მაინც არის გადაწყვეტილი. სამინისტროს მიერ შეირჩა ჩვენი კლინიკა" - განაცხადა მაია ხელაძემ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 76 000–მდე ადამიანი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S