Accentnews.ge
საქართველო წელს არ ესწრება არც დავოსის ფორუმს და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას

საქართველო წელს არ ესწრება არც დავოსის ფორუმს და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას

16/01/2025 13:08:51 პოლიტიკა

საქართველო 2025 წელს არ მონაწილეობს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

მისივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

"თუმცა კანცელარიაში არ ამბობენ, არიან თუ არა ისინი მიწვეული ამ ღონისძიებებზე", – იტყობინება "რადიო თავისუფლება".

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს ტარდება შვეიცარიაში და მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

მონაწილეთა შორის არიან საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. ასევე - აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (დისტანციურად).

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S