Accentnews.ge
უკრაინამ და ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ბრიტანეთმა 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

16/01/2025 13:17:25 მსოფლიო

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ახალი სტრუქტურის მეშვეობით ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიმდინარე რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.

შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის, როგორც უკრაინის პრიორიტეტული პარტნიორის სტატუსს ენერგეტიკის სექტორში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებისა და ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოების სტრატეგიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S