Accentnews.ge
The New York Times: უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მახლობლად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაღარო ააფეთქეს

The New York Times: უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მახლობლად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაღარო ააფეთქეს

16/01/2025 13:26:27 მსოფლიო

შეტევაში მყოფი რუსეთის ჯარების მოსალოდნელი იერიშის წინ, უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის მახლობლად მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვანახშირის მაღარო ააფეთქა, – იუწყება The New York Times.

მაღარო, რომელშიც კოქსის ნახშირს მოიპოვებდნენ, ნედლეულით უზრუნველყოფდა მეტალურგიულ წარმოებას.

როგორც გამოცემა წერს, მისმა დახურვამ შესაძლოა ქვეყანაში ფოლადის წარმოება გაანახევროს.

"მუდმივი დაბომბვისა და ენერგიის დეფიციტის გამო დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მაღაროში მუშაობა შეუძლებელი გახდა. უკრაინელი მაღაროელები შახტში მიწისქვეშა გვირაბებით შედიოდნენ და უკან კონვეიერის ლენტებზე ჩამომსხდრები ბრუნდებოდნენ. უკრაინის სამხედრო სარდლობა შიშობდა, რომ რუსეთის არმიას შეეძლო ზურგიდან შემოევლო უკრაინელთა პოზიციებისათვის და ზურგიდან დაერტყა მათთვის. უკრაინელმა სამხედროებმა მაღარო დანაღმეს და 20 დეკემბერს ააფეთქეს. ასაფეთქებელი ნივთიერებები დაამონტაჟეს ასევე ორ სხვა მაღაროში, რომლებსაც უკრაინის არმია აკონტროლებს. მაგრამ უცნობია, ააფეთქეს თუ არა ისინი", – წერს გამოცემა.

რუსეთის არმია ქალაქ პოკროვსკიდან რამდენიმე კილომეტრშია და ცდილობს გარს შემოუაროს მას. ქალაქი არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი დონეცკის რეგიონის დარჩენილ ნაწილში ლოგისტიკით უზრუნველყოფს უკრაინელ სამხედროებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S