
იოზვიაკი: "ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დებატებს 21 იანვარს გამართავს"
16/01/2025 16:00:44 პოლიტიკა
"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, 21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
მისივე ცნობით, რეზოლუციას, რომლითაც "ევროპის სახალხო პარტია", მათ შორის "ქართული ოცნების" რიგი წარმომადენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, კენჭს თებერვლის სესიაზე უყრიან.