
5 ევროპარლამენტარი: საქართველოში გაუარესებული სიტუაცია არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე
16/01/2025 16:54:21 პოლიტიკა
საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით 5 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქვეყანაში გაუარესებული სიტუაცია არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე".
"ჩვენ ვართ შოკირებულები იმ ინფორმაციით, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე იძალადეს და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმ მზარდი ძალადობისა, რომელსაც "ქართული ოცნება" და მისი მოკავშირეები ორკესტრირებულად ახორციელებნ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ.
ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი დემონსტრანტების გვერდით, რომლებიც 50 დღეა საღამოს ქუჩაში დგანან ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის გამო. ბევრი წლის მანძილზე, საქართველო იყო ჩემპიონი ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ხალხის არჩევანი ახლაც არ შეცვლილა. რაც ახლა შეიცვალა არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის მომავალი უარყო და აღარც კი მოაქვთ თავი, რომ მათ საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურთ.
საქართველოში გაუარესებული სიტუაცია არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე. ჩვენი პოზიციაა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილს წარმოაჩენს. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ის გაყალბდა და არ სცემს პატივს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დააწესოს პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილზე და ირაკლი კობახიძეზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს, თავი აარიდონ თვითდანიშნული "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას და ამ მხრივ მოვუწოდებთ, შეაჩერონ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობა საქართველოსთან. ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელიც დაგეგმილი იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. ასევე საჭიროა საერთაშორისო დაკვირვება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: დევიდ მაკალისტერი;სერგეი ლაგოდინსკი;ნილს უშაკოვსი;რასა იუკნევიჩიენე და ანტონიო ლოპეს-ისტურიზ ვაიტი.