
მედია: ორბანი ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება
16/01/2025 22:32:23 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ორბანის პრეს-მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, ორბანი მიწვეული იყო 20 იანვარს ვაშინგტონში დაგეგმილ ინაუგურაციაზე, თუმცა გადაწყდა, აშშ-ში აღარ გაემგზავროს. ამის ნაცვლად იგი 20 იანვარს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.
ცნობისთვის: 7 იანვარს აშშ-მა უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელსა და მის მოკავშირე ანტალ როგანს მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა. მიზეზად კორუფციაში მონაწილეობა დასახელდა.
იხილეთ ასევე: VSquare: "ორბანის მრჩევლის მისიამ, "ოცნებისთვის" ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაელაგებინა, კრახი განიცადა"