Accentnews.ge
ნეთანიაჰუს ოფისმა "ჰამასთან" შეთანხმება დაადასტურა

ნეთანიაჰუს ოფისმა "ჰამასთან" შეთანხმება დაადასტურა

17/01/2025 06:32:35 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დღეს, 17 იანვარს გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ოფისის ინფორმაციით, შეთანხმების ფაქტი პრემიერ-მინისტრს მომლაპარაკებელთა ჯგუფმა აცნობა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა მოიწვია, ხოლო მოგვიანებით გაიმართება მთავრობის სხდომა, რომელზეც შეთანხმება უნდა დაამტკიცონ.

პირველი ოფიციალური განცხადებები, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება, ჯერ კიდევ 15 იანვარს, ღამით გაავრცელეს მოლაპარაკებების შუამავალი ქვეყნების, კატარის პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტმა.

ისრაელის მთავრობას შეთანხმება 16 იანვარს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისმა ჰამასი დაადანაშაულა შეთანხმების ზოგიერთი პუნქტის უარყოფის და კრიზისის შექმნის მცდელობაში.

ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა "ჰამასმა" ეს უარყო.

შეთანხმება, რომელიც ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და "ჰამასის" მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივად გათავისუფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S