Accentnews.ge
მიჰკელსონი:  NATO-მ უკრაინისა და საქართველოს მიღება 2008-ში გადაწყვიტა, პირობა უნდა შეასრულოს

მიჰკელსონი: NATO-მ უკრაინისა და საქართველოს მიღება 2008-ში გადაწყვიტა, პირობა უნდა შეასრულოს

17/01/2025 09:26:38 პოლიტიკა

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი აცხადებს, რომ NATO-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პირობა უნდა შეასრულოს.

„NATO-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ალიანსის წევრები. NATO-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს“, - წერს იგი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S