Accentnews.ge
აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრი: "აზერბაიჯანელი ინვესტორების ზოგიერთი საკითხის მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს"

აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრი: "აზერბაიჯანელი ინვესტორების ზოგიერთი საკითხის მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს"

17/01/2025 10:07:34 პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განცხადებით, ბაქოს აზერბაიჯანელი ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი აქვს. ამის შესახებ მან საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

კონკრეტულად, რა პრობლემები იგულისხმა აზერბაიჯანის პრემიერმა, მას არ დაუსახელებია.

"ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია. აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს.SOCAR საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია.

ასევე, SOCAR საქართველოში პერიოდულად სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებითაც გააგრძელებს თავის საქმიანობას.

ამავდროულად, აზერბაიჯანის ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს. აღნიშნული საკითხების დადებითად მოგვარება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს და გააფართოებს, რადგან აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით. ჩვენც, თავის მხრივ, საქართველოს კომპანიების აზერბაიჯანულ ბაზარზე საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობებს ვქმნით. აზერბაიჯანში აქტიურად მოქმედი 650-ზე მეტი ქართული კაპიტალის მქონე კომპანია არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობა ამის შემდეგაც ქართული კომპანიების ჩვენს ქვეყანაში საქმიანობისთვის საჭირო პირობებს შექმნის”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, ალი ასადოვმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული თანამშრომლობის პროექტრებზეც.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ალი ასადოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S