Accentnews.ge
რიში: "ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვითარებაზე კონტროლს დაამყარებენ"

რიში: "ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვითარებაზე კონტროლს დაამყარებენ"

17/01/2025 10:32:34 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელი წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში იმედოვნებს, რომ "საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვითარებაზე კონტროლს დაამყარებენ".

ამის შესახებ მან საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის "ამერიკის ხმასთან" კომენტირებისას განაცხადა.

"ბოლო დროს იმედგაცრუებულები ვიყავით საქართველოთი. ვიმედოვებთ, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ვითარებაზე კონტროლს დაამყარებენ, გააკეთებენ იმას, რისი კეთებაც, ჩვენი ხედვით, სურთ და შედეგად საქართველო გახდება უკეთესი დემოკრატია - დემოკრატია, ორიენტირებული დასავლეთზე" - განაცხადა რიშმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S