17-01-2025 21:17:36 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ, რომელიც, კრემლის პრეს–სამსახურის ცნობით, "ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვას, კონტრტერორიზმს, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, მეცნიერებას და ტექნოლოგიას" მოიცავს.
2001 წელს ირანის პარლამენტმა რუსეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმება რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი ძალაში იყო 20 წლის განმავლობაში და 2021 წელს ამოიწურა.
შეთანხმება ითვალისწინებდა ავტომატური გაგრძელების მექანიზმს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თუ მხარეები არ წავიდოდნენ მისი გაგრძელების წინააღმდეგ. ირან-რუსეთის შეთანხმება გაგრძელდა 2026 წლამდე.
"მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებული შეთანხმება მოძველებულია და ვერ მოიცავს ურთიერთობების თანამედროვე ასპექტებს. ჩვენი დღევანდელი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმასთან შედარებით, რაც 24 წლის წინ იყო და ამიტომ გადაწყდა ამ შეთანხმების განახლება ლიდერებთან კონსულტაციით", - აღნიშნა ირანის ელჩმა რუსეთში ქაზემ ჯალალიმ.