უილსონი: მადლიერი ვარ მივიღო საქართველოს ეს დროშა, რომელსაც ამ ქვეყნის მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა

17-01-2025 22:50:53 პოლიტიკა

მადლიერი ვარ მივიღო საქართველოს ეს დროშა, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მადლიერი ვარ მივიღო საქართველოს ეს დროშა, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტებზე ატარებდა, და რომელსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ არამართებულად გამოყენებული წყლის ჭავლი მოხვდა. გულაჩუყებული ვარ გაბედულების მესიჯებით, რომლებიც მასზე ქართველმა ხალხმა დაწერა", - წერს იგი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები