სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

18-01-2025 02:02:58 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. იგი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტსა და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს, მისი საზოგადოებრივი ძალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ისინი მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების ჩასატარებლად იმ პირობების შექმნაში, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანი იქნება. მათი მხრიდან არის დახმარების მზაობა.ჩვენ მათ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნება. ამაზე სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები. მხარდაჭერა არსებობს - ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიში არჩევნებზე, რომელიც გაყალბების საკითხზე ძალიან მკაფიო იყო. მათ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები აქვთ, რითიც ასევე შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები