Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: "სერბი ხალხი, ქართველების მსგავსად, რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ იბრძვის"

სალომე ზურაბიშვილი: "სერბი ხალხი, ქართველების მსგავსად, რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ იბრძვის"

18/01/2025 08:16:25 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სერბეთში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და ამბობს, რომ "სერბი ხალხი, ქართველების მსგავსად, რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ იბრძვის".

"პროტესტები სერბეთსა და საქართველოში - ეს ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ!" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: სერბეთში გასული წლის ნოემბრიდან არ წყდება პროტესტი "მთავრობის პრორუსული პოლიტიკის" წინააღმდეგ. ამასთანავე, მოსახლეობა მთავრობას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S