Accentnews.ge
ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია

18/01/2025 09:09:01 საზოგადოება

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა დაადასტურა.

კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს, "ნაპოლის" 70 მლნ ევროს და დამატებით ბონუსებს გადაუხდის.

23 წლის თავდამსხმელი, რომელიც 7 ნომერ მაისურს მოირგებს, პარიზული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საფრანგეთის საელჩო საქართველოში და მას წარმატებები უსურვა.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში! წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს. შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და ურთიერთობისთვის!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S