18-01-2025 14:28:38 მსოფლიო
18 იანვარს თეირანში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე - მუჰამედ მოგისე და ალი რაზინი დაიღუპნენ.
თავდასხმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელმა სამი მოსამართლის ლიკვიდაცია სცადა, რის შემდეგაც თავადაც მოიკლა თავი. თავდასხმის სამი ობიექტიდან ორი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა, თუმცა გადარჩა.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. თუმცა ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მუჰამედ მოგისე წარსულში პოლიტპატიმრებად მიჩნეულ პირთა სასამართლო პროცესებში მონაწილეობდა.