
საფრანგეთის საელჩო: "წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს"
18/01/2025 12:18:34 სხვა
საქართველოში საფრანგეთის საელჩო ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ გუნდში გადასვლას ეხმიანება და წერს:
"ხვიჩა კვარაცხელია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში! წარმატებებს ვუსურვებთ ქართული ფეხბურთის საგანძურს. შესანიშნავი ამბავი ფრანგულ-ქართული მეგობრობისა და ურთიერთობისთვის!".
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, სულ კი 50-ე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს.