18-01-2025 17:24:06 პოლიტიკა ,სამართალი
თბილისში, თემქის პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 მოქალაქე დააკავეს. მათ შორისაა რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დემონსტრანტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
აქციის მონაწილეები, რომლებიც სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციამდე მსვლელობით მივიდნენ, "ქვეყანაში ჩამოყალიბებულ საპოლიციო რეჟიმს" აპროტესტებდნენ.
გავრცელებული კადრების მიხედვით, პოლიციამ დემონსტრანტებს ნიღბების მოხსნა მოსთხოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ შეკრებილები დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ შესაბამის კანონს, აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაკავება დაიწყო.