აზერბაიჯანში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა

18-01-2025 22:49:26 კავკასია

აზერბაიჯანში "მაიმუნის ყვავილის' (mpox) პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქეა, რომელიც 2-11 იანვრის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც ბაქოში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, კვლევების ჩატარების შედეგ კი "მაიმუნის ყვავილი" დაუდასტურდა.

როგორც სამინისტროში ირწმუნებიან, დაავადებულის ოჯახის წევრებს, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, სიმპტომები არ უვლინდებათ, თუმცა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები