“გაყინული იყო” – ახალგაზრდა, რომელსაც ორ კვირაზე მეტხანს ეძებდნენ, გარდაცვილი იპოვეს

18-01-2025 23:29:03 კავკასია

დაახლოებით ორკვირიანი ძებნის შემდეგ 25 წლის არამ მურადიანი დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„დღეს ვნახეთ სოფელ ხაკის ტერიტორიაზე, გაყინული იყო, გარდაცვლილია, სამწუხაროდ. ადგილზე მეც ვიყავი, პოლიცია და მაშველებიც, ჯამში 52 ადამიანი“,- განუცხადა მედიას არამის ნათესავმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები