Accentnews.ge
უილსონი: "ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები გახდებიან"

უილსონი: "ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები გახდებიან"

18/01/2025 19:12:50 პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოცქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ფაქტობრივ მმართველ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში სირიიდან გაქცეულ ბაშარ ალ-ასადთან დამეზობლებას უწინასწარმეტყველებს, ისევე, როგორც ვენესუელელ დიქტატორ მადუროს.

"ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები გახდებიან. მაგრამ სად აპირებენ წასვლას, როცა ომის დამნაშავე პუტინის სიცრუის იმპერია ჩამოიშლება?" - წერს უილსონი სოცქსელ X-ზე.

ცნობისთვის: უილსონი, რომელიც საქართველოს შესახებ MEGOBARI აქტის თანაავტორიც გახლავთ, ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, ოლიგარქ ივანიშვილის "ქართულ ოცნებას" კი არალეგიტიმურ ხელისუფლებად და "ტირანულ რეჟიმად" მოიხსენიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S