Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ქართველი ხალხის თხოვნა გადავეცი"

ზურაბიშვილი: "აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ქართველი ხალხის თხოვნა გადავეცი"

18/01/2025 14:20:34 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრის ფარგლებში გამართულ საუბრებს სოციალურ ქსელში აჯამებს და წერს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ქართველი ხალხის თხოვნა გადასცა.

"პატივი მქონდა, დონალდ ტრამპ უმცროსის მოწვევით GOP-ის წინასაინაუგურაციო მიღებას დავსწრებოდი. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადამინისტრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელებისთვის ქართველი ხალხის გადაუდებელი თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება" - წერს ზურაბიშვილი, რომელიც 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, მანამდე კი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S