
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
24/02/2020 06:29:01 მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 150–ზე მეტი ადამიანი.
კორონავირუსის საფრთხის გამო ვენეციის კარნავალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გააუქმეს. ამასთან, მილანში არმანის ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 27–ია.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19 –ს 2 619 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 79 000. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.