
როთი: "საქართველო ამ სერიოზული კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვა, თქვენი ბრძოლა წარმატებული იქნება"
19/01/2025 12:02:51 პოლიტიკა
"რთული იყო დამშვიდობება! საქართველოში ჩემი ბოლო მოგზაურობის შემდეგ უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე: საქართველო ამ სერიოზული კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვა. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და ევროპისთვის წარმატებული იქნება. თქვენ მაჩვენეთ, როგორ დავძლიო შიში. და მაჩვენეთ ბევრი სიყვარული", –ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.