Accentnews.ge
TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა

TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა

20/01/2025 06:39:59 მსოფლიო

სოციალურმა ქსელმა TikTok-მა აშშ-ში მომხმარებლების მომსახურება განაახლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ 90 დღით გადაავადებს TikTok-ის აკრძალვის ამოქმედებას.

19 იანვარს, ღამით, სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში TikTok-ი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად იმუშავებს საკითხის გრძელვადიან მოგვარებაზე, რაც შესაძლებელს გახდის აშშ-ში TikTok-ის შენარჩუნებას.

"ჩვენს სერვის პროვაიდერებთან შეთანხმებით, TikTok-ი სერვისის აღდგენის პროცესშია. მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი სერვისის პროვაიდერებისთვის საჭირო სიცხადისთვის და გარანტიისთვის, რომ მათ არ დაემუქრებათ ჯარიმები, რაც TikTok-ს 170 მილიონზე მეტ ამერიკელს მიაწვდის და 7 მილიონზე მეტ მცირე ბიზნესს ავითარებს. ეს არის ძლიერი პოზიცია პირველი შესწორებისთვის და თვითნებური ცენზურის წინააღმდეგ. ჩვენ ვიმუშავებთ პრეზიდენტ ტრამპთან გრძელვადიან გადაწყვეტაზე, რომელიც TikTok-ს შეერთებულ შტატებში დატოვებს", - წერია განცხადებაში.

იმ მიზეზით, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პეკინს აძლევს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შესაძლებლობას, შეერთებული შტატების კონგრესმა 2024 წლის აპრილში კანონი მიიღო და ByteDance-ს მოსთხოვა, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს. ჩინურმა კომპანიამ კანონი მომხმარებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა და TikTok-ის გაყიდვაზე უარი თქვა. აშშ-ში ამ სოციალური ქსელის ამკრძალავი კანონი 2025 წლის 19 იანვარს ამოქმედდა და TikTok-ი გაითიშა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S