Accentnews.ge
400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები კიდევ 10 თვით დატოვეს პატიმრობაში

400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები კიდევ 10 თვით დატოვეს პატიმრობაში

20/01/2025 09:36:30 საზოგადოება

პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმება მოსამართლე ნინო გუდაძემ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წლამდე შეუმცირდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6-წლიანი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობით მსჯავრად განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი აქციაზე პოლიციის 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის გასული წლის 16 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების 3–დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S