Accentnews.ge
პატიმრობაში დატოვეს კამერის დაზიანებაში ბრალდებული ლაშა ჩხაიძე

პატიმრობაში დატოვეს კამერის დაზიანებაში ბრალდებული ლაშა ჩხაიძე

20/01/2025 10:09:18 საზოგადოება

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა „მზიურში“ მერიის ბალანსზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული ლაშა ჩხაიძე.

საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს 12:00-ზე დაინიშნა.

42 წლის ლაშა ჩხაიძე პოლიციამ 2024 წლის დეკემბერში „ნივთის დაზიანების ფაქტზე“ დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

54-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S