Accentnews.ge
ჭიჭინაძის დედა: სუს-ის მანქანა დამყვება ყველგან

ჭიჭინაძის დედა: სუს-ის მანქანა დამყვება ყველგან

20/01/2025 10:16:13 საზოგადოება

პროევროპულ აქციებზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თვალთვალზე საუბრობს.

ამასთან, ამბობს, რომ მისი ვაჟის წინააღმდეგ დეზინფორმაციით ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობების შექმნას.

"ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები. ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი რომელიც გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე. ფილმი კორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება ანტიპუტინისტი, აქტივისტი რომელსაც დევნიდნენ ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი! შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ. შალიკომ ფილმი 2023 გადაიღესო რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არც ერთ პროექტში უკრაინის ომის მერე რუსები რასაც სთავაზობდნენ არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ რაზეც რა თქმა უნდა ანდრო უარს ამბობდა! აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ, ნუ ცდილობ! და კიდევ დამყვება სუსის მანქანა ყველგან ხო და არ მეშინია არაა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენს წინააღმდეგ სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!",- წერს გუნცაძე სოციალურ ქსელში.

პროევროპული აქციების მონაწილე ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S