Accentnews.ge
უილსონი: "სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა!"

უილსონი: "სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა!"

20/01/2025 12:11:14 პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღეისათვის ჩანიშნულ ინაუგურაციას სოცქსელში ეხმიანება და ამ კონტექსტში "ოცნების" გუნდს კიდევ ერთხელ ახსენებს.

"სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა!" - წერს უილსონი.

ცნობისთვის: ოლიგარქ ივანიშვილის გუნდი სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერ კობახიძის თაოსნობით, რომელიც წინა პერიოდში ხშირად ახსენებდა 20 იანვარს და არწმუნებდა მხარდამჭერებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ "ყველაფერი დალაგდებოდა" და აშშ-საქართველოს ურთერთობები "გადაიტვირთებოდა", შემდგომში უკვე ნაკლებ ოპტიმიზმს იჩენდა, საბოლოოდ კი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არც კი მიიწვიეს, განსხვავებით მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, ბოლო დღეებში აქტიურად აჟღერებდა სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივს "დიფსთეითის" თაობაზე და იმედს გამოთქვამდა, რომ "დონალდ ტრამპი შეძლებს დიფსთეითის დამარცხებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S