
TV 25-ის მაუწყებლობა შეჩერდა
20/01/2025 12:16:18 საზოგადოება
პირველად 1993 წლიდან, TV 25-ის მაუწყებლობა შეჩერებულია. ამის შესახებ მედიასაშუალება იტყობინება საგანგებო განცხადებით, თუმცა მიზეზი მასში დაკონკრეტებული არ არის.
"პირველ რიგში ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.
მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ 25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ 25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.
ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.
P.S ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს",- ვკითხულობთ განცხადებაში.