Accentnews.ge
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წელი მიუსაჯეს

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წელი მიუსაჯეს

20/01/2025 12:25:17 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ზვიად შარაძემ. მას პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ, რაც ბრალდების მტკიცებით, პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლაში გამოიხატა.

ბუბუტეიშვილის ადვოკატის დალი ბარბაქაძის განცხადებით, მოსამართლემ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაითვალისწინა, მათ შორის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევი არ არის, ამასთან 21-წელს მიუღწეველი პირია და ასევე ის ფაქტი, რომ ის დანაშაულს აღიარებს.

ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

პროკურატურამ ფრიდონ ბუბუტეიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S