
"არ ვიცი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სამინისტროში ვიქნები თუ სახლში"
24/02/2020 07:55:30 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მან არ იცის, იქნება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიაში.
"რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, იმიტომ, რომ დღეს მედიასივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე. რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, - მათ ეს არ ეხებათ, მაგრამ რაც შეეხება სიმართლეს, რასაც თქვენ, რა თქმა უნდა, არ გააშუქებთ და არ დაიჯერებთ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში. ეს არის სიმართლე. მე არ ვიცი, სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში", - განუცხადა ჟურნალისტებს წულიკიანმა.
ამასთან, იგი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა:
"ალბათ, გახარია გულისხმობდა იმას, რომ გაზაფხულზე ია აყვავდება".
ცნობისთვის: "დაელოდეთ გაზაფხულს", - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში.