Accentnews.ge
მედია: ირანის პრეზიდენმა მოლაპარაკებებზე დაგვიანებული პუტინის კრემლში დალოდებაზე უარი განაცხადა

მედია: ირანის პრეზიდენმა მოლაპარაკებებზე დაგვიანებული პუტინის კრემლში დალოდებაზე უარი განაცხადა

20/01/2025 13:04:27 მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა უარი განაცხადა, მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დაგვიანებულ პუტინს კრემლში დაჰლოდებოდა, ლოცვის აღვლენის აუცილებლობის მოტივით დელეგაციასთან ერთად ოტელში გაემგზავრა და კრემლში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც შეატყობინეს, რომ რუსეთის ლიდერი მზად იყო შესახვედრად და უკვე მოლაპარაკებათა დარბაზში ელოდა.

ამის შესახებ 17 იანვარს გამართული ვიზიტისა და მოლაპარაკებების შედეგების შეჯამებისას ირანული მედია იუწყება.

იგი აღნიშნავს, რომ პუტინს ზოგადად ახასიათებს მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებზე დაგვიანება და რიგ შემთხვევებში მოლაპარაკებებზე არათუ ერთი (როგორც ამჯერად), არამედ 6-საათიანი დაგვიანებითაც გამოცხადებულა.

რაც შეეხება ირანის ლიდერის მოსკოვში ვიზიტის შედეგებს, როგორც ცნობილია, ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რაც პრეზიდენტმა პუტინმა "გარღვევად" შეაფასა და განაცხადა, რომ დოკუმენტი მოიცავს "ამბიციურ ამოცანებს მრავალ სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად".

თუმცა როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, შეთანხმებით არაა გათვალისწინებული არანაირი ორმხრივი სამხედრო ვალდებულებები, მათ შორის - არც რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევისთვის, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ამასწინათ გაფორმებული ანალოგიური დოკუმენტისგან განსხვავებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S