20-01-2025 18:29:39 საზოგადოება
18 იანვარს, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
მაცხონაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - მას სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას) და 174/1 (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების დარღვევას ედავებიან. ამ შემთხვევაში საუბარია ნიღბის გამოყენებაზე, რაც "ქართულმა ოცნებამ" აკრძალა.
მაცხონაშვილთან ერთად კიდევ 5 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო რომან აკოფოვი, რომელსაც ასევე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ის სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.