
უკრაინაში ხარკოვის დაცვაზე პასუხისმგებელი გენერლები დააკავეს
20/01/2025 17:31:56 მსოფლიო
უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გამოძიების სახელმწიფო ბიურომ 20 იანვარს დააკავეს ორი გენერალი და პოლკოვნიკი, რომლებიც 2024 წელს ხარკოვის ოლქის დაცვას ხელმძღვანელობდნენ.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო აცხადებს, რომ სამხედრო სამსახურთან ყოფილი მეთაურების გულგრილმა დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციის სამხედროებს საშუალება მისცა, დაეპყროთ ტერიტორიის ნაწილს ხარკოვის რაიონში.
"მეთაურთა ქმედებებმა ასევე მოიტანა დანაკარგები პირად შემადგენლობაში და შეიარაღებაში, მათი პასუხისმგებლობის ზონაში ჩაშალა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ზომები" - წერია განცხადებაში.
გამოძიების ვერსიით, მეთაურებმა სათანადო დონეზე არ მოამზადეს თავდაცვითი საზღვრები, არ გაუწიეს ორგანიზება ქვეითი ძალების საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერას და მათზე დაქვემდებარებულებს დროულად არ მიაწოდეს ინფორმაცია მოწინააღმდეგის შემტევ ნაბიჯებზე.