Accentnews.ge
ტრუდო: კანადა, რომელიც დაიცავს კანადელთა ინტერესებს, მოუთმენლად ელის ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობას

ტრუდო: კანადა, რომელიც დაიცავს კანადელთა ინტერესებს, მოუთმენლად ელის ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობას

20/01/2025 18:57:14 მსოფლიო

"კანადა, რომელიც დაიცავს კანადელთა ინტერესებს, მოუთმენლად ელის ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობას", – ამ სიტყვებით მიულოცა კანადის პრემიერ–მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება.

ტრუდოს კომენტარი მოჰყვა ტრამპის 7 იანვრის განცხადებას, რომლის თანახმად, გადასახადები დაიწევდა, თუ კანადა აშშ-ის 51–ე შტატი გახდებოდა.

„კანადასა და შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა აქვთ. ჩვენ ვართ ერთმანეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ისეთი ურთიერთობებით, რომლებიც ქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, იზიდავს მილიარდობით ინვესტიციას კონტინენტზე და იცავს ჩვენს ხალხს“, - ნათქვამია ტრუდოს განცხადებაში.

6 იანვარს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა, რომ ტოვებდა "ლიბერალური პარტიის" თავმჯდომარის და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ტრუდო პრემიერ-მინისტრის "პოსტზე" დარჩება მანამ, სანამ პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S