უილსონი - კობახიძეზე: ""ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არაა და მალე თავს სანქცირებულთა სიაში აღმოაჩენს"

21-01-2025 02:06:04 პოლიტიკა

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე მთავრობის პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მეორედ გაპრეზიდენტების მილოცვას ეხმიანება და აცხადებს, რომ

"ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანული რეჟიმის პაიკია და მალე თავს აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში აღმოაჩენს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე იყო!" - წერს ჯო უილსონი სოცქსელ X-ზე.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავება 20 იანვარსვე მიულოცა. “გულწრფელად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები. პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე!” - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები