Accentnews.ge
აშშ WHO-ს ტოვებს

აშშ WHO-ს ტოვებს

21/01/2025 06:07:57 მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის შესახებ.

ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2020 წელს მიიღო. ტრამპის გადაწყვეტილება 2021 წელს გააუქმა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

თეთრ სახლში 20 იანვარს დაბრუნებულმა ტრამპმა ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლა ახსნა COVID-19-ის პანდემიის დროს WHO-ს არასწორი ქმედებებით, ორგანიზაციის უუნარობით ჩაატაროს საჭირო რეფორმები და სხვა ქვეყნებთან შედარებით აშშ-ის უსამართლოდ მაღალი საწევრო გადასახადით.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ 20 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 12 თვეში დატოვებს და შესაბამისად, მის დაფინანსებას შეწყვეტს. 2024-2025 წლებში WHO-ს ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი 6,8 მილიარდი დოლარია.

20 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, აშშ ტოვებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.

ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც. მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.

20 იანვარს, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე დონალდ ტრამპმა გააუქმა ჯო ბაიდენის, საერთო ჯამში, 80-მდე განკარგულება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S