Accentnews.ge
ტრამპმა შეიწყალა კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულები

ტრამპმა შეიწყალა კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულები

21/01/2025 06:13:05 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული.

CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა და ქონების განადგურება.

2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას, დონალდ ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

2021 წლის 6 იანვარს, ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.

კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული იყო 1600-მდე პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S