Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გახდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გახდა

21/01/2025 06:16:25 მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. სენატორებმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს. მარკო რუბიოს მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატებმაც.

მარკო რუბიო დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი თანამდებობის პირია, რომელიც თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.

2011 წლიდან რუბიო ფლორიდის შტატის სენატორი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S