აშშ-ის სამხრეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

21-01-2025 10:40:09 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ტელეკომპანიის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სხვა ქმედებებთან ერთად, იწვევს პენტაგონის დამატებითი რესურსების და შეიარაღებული ძალების განლაგებას საზღვარზე კედლის მშენებლობის დასასრულებლად.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით გაუქმებულია პრაქტიკაც, როცა სამართალდამცავების მიერ დაკავებულ მიგრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ათავისუფლებდნენ. დონალდ ტრამპი უარს ამბობს წესზეც, რომლის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებულ, მიგრანტების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობას აძლევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები