Accentnews.ge
რუსეთის სმოლენსკის ოლქს დრონებით შეუტიეს, სამიზნე შესაძლოა ნავთობგადამამუშავებელი და საავიაციო ქარხნები ყოფილიყო

რუსეთის სმოლენსკის ოლქს დრონებით შეუტიეს, სამიზნე შესაძლოა ნავთობგადამამუშავებელი და საავიაციო ქარხნები ყოფილიყო

21/01/2025 07:43:38 მსოფლიო

21 იანვრის ღამეს რუსეთის სმოლენსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, იერიშის მთავარი სამიზნე შესაძლოა სმოლენსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი და საავიაციო ქარხნები ყოფილიყო. ვრცელდება მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელშიც ისმის აფეთქებების ხმები.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იერიში მოიგერიეს, თუმცა განცხადებაში არაფერი წერია ობიექტებზე, რომლებიც დრონებმა დააზიანეს.

ერთ-ერთი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა, არავინ დაშავებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S