ბსუ-ის რექტორის არჩევნები პროტესტის ფონზე იმართება

21-01-2025 14:20:06 საზოგადოება

21 იანვარს, 14:00 საათზე ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ-ის) რექტორის არჩევნების დაწყების პარალელურად, საპროტესტო აქცია დაიწყო.

„სირცხვილია, სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ - სკანდირებენ დემონსტრანტები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში იმყოფებიან.

ისინი პროტესტის ნიშნად აუდიტორიის კარებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.

უნივერსიტეტში ასევე მივიდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც „ქართული ოცნების“ კანდიდატს უჭერენ მხარს.

რექტორს 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. ასარჩევად საჭიროა 6 წევრის მხარდაჭერა.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს - "ქართული ოცნების" წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილს გუჩმანიძე. სტუდენტები აროშიძის მოსალოდნელ არჩევას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მისი რექტორობა უნივერსიტეტში " ოცნების" დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.

Новости

Другие новости