Accentnews.ge
ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან პასუხობს მამუკა მდინარაძის შეთავაზებას

ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან პასუხობს მამუკა მდინარაძის შეთავაზებას

21/01/2025 12:04:58 საზოგადოება

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე “ქართული ოცნების” აღმსრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შეთავაზებას პასუხობს თავდებობის შესახებ.

ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აქვეყნებს.

“მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, – წერს ჭიჭინაძე.

20 იანვარს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არის ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, თუმცა დათქმით, თუ “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას”.

მდინარაძეს მალევე უპასუხა ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძემ:

“მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ, ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S