Accentnews.ge
რუსეთში შავი ზღვის სახელის "რუსულ ზღვად" შეცვლის ინიციატივა განიხილება

რუსეთში შავი ზღვის სახელის "რუსულ ზღვად" შეცვლის ინიციატივა განიხილება

21/01/2025 13:24:53 პოლიტიკა

რუსეთში განიხილება ინიციატივა, შავ ზღვას სახელი შეეცვალოს და "რუსული ზღვა" დაერქვას. შესაბამისი ინიციატივით სახელმწიფო სათათბიროს სარატოველი დეპუტატი დენის ბულანოვი გამოვიდა, რომლის მტკიცებით, "სწორედ "რუსულ ზღვად" მოიხსენიებოდა ეს ზღვა საუკუნეების განმავლობაში, რის შესახებ ცნობებიც უძველეს რუსულ მატიანეებში გვხვდება".

"მსოფლიო პრაქტიკაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს გეოგრაფიული სახელწოდებების გადააზრების იდეა, რომელიც ქვეყნების მიერ საკუთარი ისტორიული და კულტურული იდენტობის ხაზგასმის სწრაფვას ეფუძნება. ამ კონტექსტში ვთვლი, რომ უპრიანი იქნებოდა, გვეფიქრა შავი ზღვისთვის "რუსულის" სახელის დაბრუნებაზე. თუ ეს არ მოეწონებათ თურქეთსა და შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე სხვა რომელიმე ქვეყნებს, მათ შეუძლიათ, ახალი სახელწოდება არ გამოიყენონ - ეს მხოლოდ შიდა რუსული გამოყენებისთვის იქნება" - განაცხადა კომუნისტმა დეპუტატმა და იქვე განმარტა, რომ ამ მოსაზრებისკენ აშშ-ის ახლადინაუგურირებული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იდეამ უბიძგა, მექსიკის ყურეს სახელი ამერიკულით შეეცვალოს.

ხსენებული ინიციატივა ტრამპმა 20 იანვრის საინაუგურაციო ღონისძიებაზე გააჟღერა. საპასუხოდ მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ "მექსიკური ამერიკა" კარგად ჟღერს. ამ განცხადების კეთებისას იგი იდგა რუკასთან, რომელზეც აშშ-ის ტერიტორიის დიდი ნაწილი "America Mexicana"-დ არის მონიშნული. მექსიკის კულტურის ექს-მინისტრმა ხოსე ალფონსო სუარეს დელ რეალმა კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახელწოდება "მექსიკური ყურე" საერთაშორისო დონეზეა აღიარებული და საზღვაო სანავიგაციო ორიენტირად ასწლეულობით გამოიყენება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S