Accentnews.ge
66-მდე გაიზარდა თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

66-მდე გაიზარდა თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

21/01/2025 14:04:24 მსოფლიო

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, - იტყობინება Sky News თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით. მანამდე ცნობილი იყო 10 დაღუპულისა და 32 დაშავებულის შესახებ.

ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ დაშავებულია 51 ადამიანი.

ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში, მეოთხე სართულზე, რესტორანში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა.

შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S