Accentnews.ge
იოზვიაკი: უნგრეთი რუსეთის მიმართ სანქციების გახანგრძლივებას, მაღალი ალბათობით, აღარ დაბლოკავს

იოზვიაკი: უნგრეთი რუსეთის მიმართ სანქციების გახანგრძლივებას, მაღალი ალბათობით, აღარ დაბლოკავს

21/01/2025 17:09:05 მსოფლიო

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების კიდევ ნახევარი წლის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას, მაღალი ალბათობით, აღარ დაბლოკავს, რადგან მათ ძალაში დატოვებას ემხრობა, როგორც ჩანს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, - იუწყება "რადიოთავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

მოქმედი წესების მიხედვით, უკვე შემოღებული ეკონომიკური სანქციები ყოველ ნახევარ წელიწადში უნდა გახანგრძლივდეს, თანაც ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის კონსენსუსით. ამჯერად გადაწყვეტილება 31 იანვრამდე უნდა იქნას მიღებული. უნგრეთი, რომლის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავს დონალდ ტრამპის მოკავშირედ პოზიციონირებს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დროს წელავდა და რუსეთის მიმართ სანქციების მხარდაჭერას აჭიანურებდა.

თავად ტრამპმა, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს მოსკოვის მიმართ სანქციების ძალაში დატოვებას ან პირიქით, შემსუბუქებას, თუმცა ირიბად მიანიშნა, რომ უახლოეს ხანებში რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S