პროტესტის 55-ე დღეა, რუსთაველი გადაკეტილია

21-01-2025 21:17:48 საზოგადოება

55-ე დღეა, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.

პროევროპული აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია: გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ამ დროის განმავლობაში დააკავეს 500-მდე ადამიანი, 50-მდე ადამიანი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არც ერთი მათგანი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები